საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.
„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენერალური ასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე
"რა შუაშია, სალომე ზურაბიშვილი ამას ერთი თვეა გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ. მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი, სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდი პოლიტიკური დემაგოგია" - ასე გამოეხმაურა სხდომაზე ირაკლი კობახიძე ჩუგოშვილის განცხადებას
ცნობისთვის, 2018 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 4 აპრილამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იყო.