საგამოძიებო ექსპერიმენტი და შიმშილობა პროკურატურასთან - შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გამოქვეყნდა:

ადვოკატების საგამოძიებო ექსპერიმენტი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებულების ინტერესების დამცველები არაგვის ხეობაში შეეცდებიან დაადგინონ, შესაძლებელი იყო თუ არა რამდენიმე წუთში არაგვის ხეობაში ჩასვლა, ჩხუბი, მკვლელობა და შემდეგ უკან, მანქანაში დაბრუნება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ღამის 24 საათზე დაიწყება და დილის 6 საათამდე გაგრძელდება.

დღესვე შიმშილობა დაწყო ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა და მისმა ოჯახმა. ზ.ხ. ბარლდებას არ აღიარებს და სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს. არასრულწლოვანის მამა და ბებია გენერალურ პროკურატურის წინ დღეს საღამოს მივიდნენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. ზ.ხ-ს მამა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება. ბრალდებულის მამა ამბობს, რომ შიმშილობას გეგმავენ საქმეზე დაკავებული სხვა არასრულწლოვნების ოჯახის წევრებიც.

სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანის დაცვის მხარემ დღეს პროკურორის აცილება მოითხოვა და ის ზეწოლაში დაადანაშაულა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი