ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება. 

სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არიან შეკრებილები. ისინი ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს:

"მე ჩავედი გრანადაში, ესპანეთში, რათა მონაწილეობა მივიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში.    

ჩვენი საერთო მიზანია, რომ უზრუნველყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. 

პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, კერძოდ კი რეგიონული უსაფრთხოება. ამ კუთხით უკრაინას ხელშესახები შეთავაზებები აქვს.

ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ შავი ზღვის რეგიონზე, ასევე ჩვენს საერთო ძალისხმევაზე, გავაძლიეროთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და ნავიგაციის თავისუფლება. 

უკრაინის მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების პირობებში, არის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ჩვენ საფუძველი უკვე ჩავუყარეთ ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან და ველოდებით მათ განხორციელებას", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი