უარი რუსულ კანონს! - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კიდევ ერთ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. 

საუბარია "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა კონსტრუქციების - მათ შორის კარვების გამოყენება აიკრძალება. 

კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა, ახლა კი პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მას მეორე მოსმენით განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი