"წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები, სასმელი წყალი, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები" - გახარია

გამოქვეყნდა:

„ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა, სად და რამდენი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ - ამბობს პრემიერმინისტრი და ამომრჩევლებს უკეთესი პირობების შექმნას პირდება.

გიორგი გახარიამ და მმართველმა გუნდა დღეს დმანისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა და ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაპირდა: 

ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რათა ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენს ოჯახზე და ახალგაზრდებზე უკეთესად ვიზრუნოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ვანაწილებთ.

პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ - საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები" ამბობს გახარია.

გახარია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებში, დმანისის ოლქში სწორედ მათი კანდიდატი გაიმარჯვებს და გოგი მეშველიანი იქნება ღირსეული ხმა დმანისიდან, საკანონმდებლო ორგანოში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი