ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში რუსებმა სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
თავდასხმა დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.
პროკურატურის ცნობით ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული.