პარლამენტთან ბექა გრიგორიადისი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის პირდაპირი ეთერიდან ხდება ცნობილი.

მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" კიდევ ერთ რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია დღეს სამი მოსმენით აპირებს. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ნიშნავს, რომ "ოცნება" ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას აპირებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მმართველ პარტიას უფლება ექნება აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის ხმის გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და კარვების გამოყენება აკრძალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი