ჯო ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ საუბარია 32 კილომეტრის სიგრძის კედელზე, რომელიც იმ ადგილას აშენდება, საიდანაც აშშ-ში შესვლას მიგრანტები ყველაზე ხშირად ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2020 წელს პირობა დადო, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევდნენ, საზღვარზე ახალი კედელი არ აშენდებოდა.
ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ მიმდინარე წელს 245 000 მიგრანტი შევიდა.