ისტორიაში პირველად, პოლონეთის დედაქალაქი საჰაერო თავდაცვის სისტემით დაიფარება, - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. მისი თქმით, ვარშავის დასაცავად პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემა განთავსდება.
"ჩვენ ვმონაწილეობთ ისტორიულ, საეტაპო მოვლენაში. აქ, ისტორიაში პირველად, ვარშავა საჰაერო თავდაცვას იღებს", - თქვა ბლაშჩაკმა ბევოვოს აეროდრომზე, სადაც 37-ე საზენიტო-სარაკეტო ესკადრის ჯარისკაცებს შეხვდა.
"ვარშავის სარაკეტო თავდაცვა ისტორიაში პირველად ძალიან თანამედროვე აღჭურვილობას იყენებს. ვფიქრობ, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობას, ანუ პატრიოტის სისტემას", - თქვა მან.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ პატრიოტის სისტემა პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში წვრთნების სერიის მიღებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში ინტეგრირდება.