ოპოზიციური შეთანხმება - თბილისის ყველა მაჟორიტარული ოლქი დაკომპლექტებულია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი 30 პარტია ერთიან დეკლარაციაზე თანხმდება, რომლის მიხედვითაც ისინი თანხმდებიან წინასაარჩევნოდ და უშუალოდ არჩევნების პერიოდში კოორდინირებულად მუშაობაზე ყველა ოლქში.

ოპოზიციის გაცხადებული მიზანი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხებაა და ამ დეკლარაციით ისინი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ხმების დაცვას აპირებენ. ამისთვის კი მათ ექნებათ საკოორდინაციო საბჭოები.
დღესვე ოპოზიციურმა სპექტრმა თბილისში დარჩენლ მაჟორიტარულ ორ ოლქში კანდიდატები წარადგინა - დიდუბე ჩუღურეთში გია ვოლსკის ზურა გირჩი ჯაფარიძე დაუპირისპირდება, ხოლო საბურთალოზე - სხვა 5 ოპოზიციონერ კანდიდატთან ერთად დავით სერგეენკოს დასამარცხებლად ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს.

დეკლარაციას იწუნებს საბურთალოს მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და ამბობს, რომ დეკლარაციები არასაკმარისია.
მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე საბურთალოზე, "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძე ამბობს რომ ისინი ხელმომწერი არიან ოპოზიცური შეთანხმების, მაგრამ მიყვებიან საკუთარ დღის წესრიგს და საქართველოს მასშტაბით 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენენ.

შეგახსენებთ, თბილისი რვავე ოლქი სრულად დაკომპლექტებულია; საბურთალოზე, დავით სერგეენკოს ყველაზე მეტი ოპოზიცური კანდიდატი ჰყავს კონკურენტად.

ვინ იბრძოლებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი