ევროპარლამენტმა მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წელსვე დაწყებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს წელსვე დაიწყონ მოლაპარაკებები მოლდოვის გაწევრიანებაზე ევროკავშირში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მოლდოვის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ „აჩვენა მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად“. 

ევროდეპუტატების განცხადებით, რომ მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირში, არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია გაერთიანებულ და ძლიერ ევროპაში.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოლდოვის მთავრობას, გააგრძელოს რეფორმები, რათა მიაღწიონ "ხელშესახებ შედეგს და გაუმჯობესდეს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები.

შეგახსენებთ, მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი