რუსული სამხედრო ბაზა საქართველოში | კრემლი ახალი გეგმების განხორციელებას იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსული სამხედრო ბაზა საქართველოში. სოხუმი და მოსკოვი ახალ შეთანხმებას აფორმებენ და ოკუპირებული აფხაზეთი კიდევ უფრო მილიტარიზებული ხდება. ახალი შეთანხმებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზა განთავსდება. ოჩამჩირეს პორტს კრემლი ამ დრომდე მხოლოდ სასაზღვრო კატარღებისთვის იყენებდა, თუმცა უახლოეს მომავალში აქ მუდმივ დისლოკაციაზე გადმოვლენ საშუალო და დიდი ზომის საბრძოლო და სადესანტო გემები. არ არის გამორიცხული, ოჩამჩირე დიდი სარაკეტო ხომალდების თავშესაფარიც გახდეს.   

ეს ღიად მილიტარისტული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კრემლი არ სცემს პატივს საქართველოს ინტერესებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო სამხედრო ბაზის შექმნით, რუსეთი ორმაგ საფრთხეს უქმნის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას. ოჩამჩირეს ბაზა სულ რაღაც 30 კილომეტრშია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან და პარალელურად რუსული ფლოტის შესვლა პორტში ამ ტერიტორიას უკრაინელებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი