ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შანსი და საერთაშორისო პლატფორმა, სადაც საქართველოს პოზიციები ისევ არ გაჟღერდა. ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე ევროპულმა სამიტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ საქართველო თვითიზოლაციაშია მოქცეული. 47 ქვეყნის ლიდერი ევროპის საერთო უსაფრთხოებაზე მსჯელობდა, სამიტის მთავარი სტუმარი კი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
უკრაინის პრეზიდენტისა და ევროპული ქვეყნების ლიდერების აქტიური კომუნიკაციის ფონზე თვალსაჩინო იყო ირაკლი ღარიბაშვილის იზოლაციური მოქმედება. საქართველოს პრემიერი უკრაინის პრეზიდენტთან არ მივიდა და პროტოკოლური ფორმალობის დაცვიცათაც კი არ მეისალმა. საერთაშორისო ტრიბუნა პრემიერმა ამჯერადაც პარტნიორებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. ოკუპირებული ქვეყნის პრემიერის ნაცვლად რუსეთის მიერ საქართველოს მიტაცებულ ტერიტორიებზე აქცენტი სიტყვით გამოსვლისას კვლავ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი