იმპიჩმენტის ისტორიული სხდომა საკონსტიტუციოში | რას გადაწყვეტს მოსამართლეთა კოლეგია

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო საქმის სამდღიანი განხილვა დასრულებულია. დღეს მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დასკვნითი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. წინა დღეების მსგავსად ცინისმი და კრიტიკა არც დღევანდელ პროცესს აკლდა, მხარეები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს სადაო მუხლთან დაკავშირებით ეკამათებოდნენ და პრზიდენტის უფლებამოსილებებზე დავობდნენ.

დღეს კიდევ ერთხელ აშკარად გამოჩნდა რომ ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება ან მთავარსარდლის მაქსიმალური იზოლირებაა. საბოლოოდ, მხარეთა შეფასებით, ოპონენტებმა საკუთარი პოზიცია მტკიცებულებებით ვერ გაამყარეს, ჯერი ახლა 9-კაციან კოლეგიაზეა, რომელიც უკვე გავიდა სათათბიროდ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი