ახალი რუსული კანონი მიღებულია | დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს "ოცნების" რეპრესიულ გეგმას

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ნაბიჯი დიქტატურისკენ. სახელისუფლებო პარტიამ რუსეთიდან იმპორტირებული კიდევ ერთი რეპრესიული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ახალი ჩანაწერებით გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვას, საბოლოოდ კი ქუჩის აქციების გაუქმებას გეგმავს. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემთხვევაში, აქციების დროს აიკრძალება კარვების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გაშლა, როგორიცაა სცენა ან ხმის გამაძლიერებლები.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი