გერმანიაში რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის სახლები გაჩხრიკეს | ამოღებულია მანქანები

გამოქვეყნდა:

გერმანიაში რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის სახლები გაჩხრიკეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ამოღებულია რამდენიმე მანქანა. 

გამოცემა Bild წერს, რომ ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორისაა დაახლოებით 140,000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500 და დაახლოებით 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus, ასევე სხვა მატერიალური აქტივები.

სპეციალური კომისიის განცხადებით, ისინი სასამართლოს საძიებო ორდერის საფუძველზე მოქმედებდნენ და დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი