რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 281 090 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 6 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 620 სამხედრო, 30 ჯავშანტექნიკა და 20 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 281 090;
  • ტანკი - 4 777; 
  • ჯავშანტექნიკა - 9 082; 
  • საარტილერიო სისტემა - 6 666;
  • სარაკეტო სისტემა - 806;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 540;
  • თვითმფრინავები - 316;
  • ვერტმფრენი - 316;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5 158;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 530;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 9 015; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 20;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 951.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი