სირიაში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 120-მდე კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან სამხედროები, აკადემიის კურსდამთავრებულები და ბავშვები. სირიის ხელისუფლებამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის სამიზნე გამოსაშვები ცერემონია იყო, რომელსაც სამხედრო კურსანტების ოჯახებიც ესწრებოდნენ. ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი, ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

თავდასხმაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ "საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები" დაადანაშაულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი