"მოდის ცუდი სიგნალები საქართველოდან, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. ის საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება/არშესრულების საკითხს ეხმაურება.
უკვე ერთი წელია, რაც აქ ვარ და ამ პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენ, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შეუსრულებია. ჩემი აზრით კი ყველაფერი ასე ცალსახად არ არის. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი შედგა, თუმცა მეორეს მხრივ მოდის ცუდი სიგნალები საქართველოდან და ერთ-ერთია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პირველი პრიორიტეტის შესრულებას, ანუ დეპოლარიზაციას. ასევე არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ უწყობს ხელს მეორე პრიორიტეტის შესრულებას და ასევე არის ზეწოლა არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასეა თუ ისე, ევროკავშირის 27 ქვეყანა გადაწყვეტს ყველაფერს და მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ზეიმის საბაბი ვექნება. პრემიერმინისტრმაც მოისმინა ევრიოპელი ლიდერების მოსაზრებები ესპანეთში და ეს მოსაზრებები ნამდვილად გულწრფელი იყო, - ამბობს ჰერჩინსკი.