"დეზინფორმაციის მხრივ ძალიან სერიოზულ ზრდას ვხედავთ" | ჰერჩინსკი ანტიდასავლურ განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

"დეზინფორმაციის მხრივ ძალიან სერიოზულ ზრდას ვხედავთ", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საუბრობს და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს ეხმაურება. ამბობს, რომ ქართული საზოგადოება მის მიმართ "საოცარ გამძლეობას აჩვენებს" და მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მაინც პროევროპულია.

"ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის მხრივ ძალიან სერიოზულ ზრდას და ეს ეხება ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. მე აღფრთოვანებული ვარ ქართული საზოგადოებით, რომელიც საოცარ გამძლეობას აჩვენებს ამ დეზინფორმაციის მიმართ, რადგან ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალი ნდობაა. მიუხედავად ამ დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში, ქართველი ხალხი პროევროპულია და მათ ესმით, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტი," - ამბობს ჰერჩინსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი