გახარიას პარტია ენმ-სა და "ოცნებას" ფარულ მოლაპარაკებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ფარულ მოლაპარაკებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა ისაუბრა. თქვა, რომ საქმე ეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მობილიზებას.

თავის მხრივ, ამ ინფორმაციას, ორივე პარტიაში უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში მოსამართლეთა პალატამ უნდა თქვას, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა ევროპული ვიზიტებით. 9-კაციანი შემადგენლობიდან თუ 6 წევრი დაადგენს პრეზიდენტის ბრალეულობას, პროცესები პარლამენტში ინაცვლებს - "ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის 100 ხმა სჭირდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი