ვაგრძელებთ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით - უკრაინის აღმოსავლეთ ჯარები

გამოქვეყნდა:

უკრაინის აღმოსავლეთ ჯარების ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ილია ევლაშის განცხადებით, უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით წარმატებებს აღწევენ. 

"ვაგრძელებთ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით, ასევე ვიგერიებთ თავდასხმებს..მტერი წარუმატებლად ცდილობს კლიშჩიივკასა და ანდრიივკას შტურმს. გასული დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით რვა საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა... ჩვენ მოვახერხეთ მტრის სხვადასხვა საარტილერიო სისტემისა და მძიმე ტექნიკის ლიკვიდაცია“, - განაცხადა ევლაშმა.

მისივე ცნობით, მტერი ყურადღებას ამახვილებს ლიმანო-კუპიანის მიმართულებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი