კიდევ ერთი ქვეყანა რომელიც საკუთარი გავლენების გაძლიერებას შავ ზღვაში ცდილობს ქართული ოცნების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთია. პრემიერ ღარიბაშვილის პეკინში ვიზიტის დროს ხელმოწერილი პარტნიორობის შეთანხმების შემდეგ ჩინეთმა უკვე გამოავლინა საკუთარი ინტერესები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ. პროექტი, რომელსაც ქართულ ამერიკული კონსორციუმი ედგა სათავეში მთავრობამ ჯერ კიდე 2020 წელს ჩააგდო ახლა კი დაუფარავად ინტერესს სი-ძინპინის ავტორიტარული რეჟიმი ავლენს. ცხადია რომ რუსეთის ძალაუფლების დაკარგვის ფონზე ჩინეთი დაინტერესებულია საკუთარი გავლენების გაძლიერებით შავი ზღვის აკვატორიაში, საიდანაც იხსნება შესაძლებლობა ეკონომიკური ბერკეტები მოიპოვო ევროპულ ბაზარზე. ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე დღეს ექსპერტებმა თბილისში გამართულ კონფერენციაზეც ისაუბრეს. ერთი დღით ადრე კი ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერებაზე პოზიცია დააფიქსირა ვლადიმერ პუტინმა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი