ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის დარღვევა და რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხე:
"ესტონეთი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გამოთქმულ განზრახვას. ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"- ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: