ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის საპასუხოდ აშშ-ში მომუშავე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა , - ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან მიცემულ კომენტარში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა.
"რუსეთის ფედერაციის მიერ მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან ორი დიპლომატის ყალბი საბაბით გაძევების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ში მომუშავე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. "სახელმწიფო დეპარტამენტი აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ მოსკოვში, ჩვენი საელჩოს თანამშრომლების მიმართ მიუღებელ ქმედებებს, შედეგები მოჰყვება", - თქვა საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა
ცნობისთვის, სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სილინი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნშტეინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.