საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, ყველაფერს პირიქით აკეთებს - რასა იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

"ახალი არაფერი მომისმენია პრემიერმინისტრისგან და სიმართლე გითხრათ, დავიღალე  ერთი და იგივეს გამეორებით და ასევე იმის გამეორებით, რასაც მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, ბურთი ახლა საქართველოს მთავრობის მოედანზეა და არა ევროკავშირის. საკითხი არ დგას, მისცემს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს საქართველოს. საკითხი დგას ასე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს. ჩვენ კი თბილისიდან ცუდ სიგნალებს ვიღებთ და ერთ-ერთია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. რატომ, იმიტომ, რომ პრეზიდენტი მთავრობას აკრიტიკებს და გამოდის, რომ ეს არის იმპიჩმენტი დემოკრატიის წინააღმდეგ.

ახლა ამას კიდევ ერთი კანონპროექტი დაემატა, რომელიც შეკრებებს და მანიფესტაციებს ეხება. ასე რომ, ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა  და საქართველოს მთავრობა არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ყველაფერს პირიქით აკეთებს. ახლა ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი კულისებში გარკვეულ ძალისხმევას მიმართავენ და დეტალურად ყველაფერს ალბათ მალე გავიგებთ, როდესაც ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს.

მე არ ვიცი, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება. ის არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად არის გაფართოების შესახებ და სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. ახლა პრემიერმინისტრი და ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ორბანთან მუშაობენ, რომელსაც თავადაც აქვს დემოკრატიის პრობლემები თავის ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, რომ შეიძლება დააშანტაჟონ ევროკომისია და თქვან, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს გადაწყვეტილებებს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიცემენ. ეს ყველაფერი ქართული ოცნებისთვის უცხო არ არის და სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მსურს, ორბანის სტილის მთავრობების ზრდა ევროკავშირში"

ამის შესახებ "მთავარ არხთან" ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი