
გასულ ღამეს, 2 საათზე, ოდესის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობა აფეთქებების შესახებ იტყობინებოდა. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა ქალაქს რაკეტებით შეუტიეს.
Українська правда-ს ცნობით, რუსეთი თავს დაესხა პოლტავის ოლქსაც. აფეთქებების ხმები ისმოდა მიროროდის რაიონში.
"კრიტიკულ ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოწინააღმდეგის დარტყმის შესახებ ინფორმაცია დგინდება. ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის," - ამბობდა ოლქის ხელმძღვანელი, დმიტრო ლუნინი.
რუსებმა ნაღმმტყორცნებით შეუტიეს სუმის რეგიონსაც, სადაც მათ 8 თავდასხმა განახორციელეს.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, დაფიქსირდა 51 აფეთქება და დაიბომბა კრასნოპილსკის, ხოტინსკის, ბილოპოლსკის, ველიკოფისარივსკისა და შალიგინსკის თემები.
მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.