ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც Reuters წერს, დაკარგულად ითვლება 150-მდე პირი.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ინდოეთის ამინდის დეპარტამენტში განაცხადეს, ძლიერმა ნალექმა მყინვრული ტბის ადიდება და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია.

Reuters-ის თქმით, აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი