
მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.
როგორც Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის შემადგენლობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. თუმცა, ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს იმის მსგავს საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას, რომელიც ბოლო დახმარების პაკეტებში იყო.
ახალი პაკეტი ოთხშაბათს, ბრიუსელში, რამშტეინის ფორმატის მე-16 შეხვედრაზე გამოცხადდება.