როგორია ნიკა მელიას სამომავლო პოლიტიკური გეგმები? - ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. შეკრებას ესწრებიან პარტიის ძველი მენეჯმენტის წარმომადგენლები, მათ შორისაა ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეც.
მელიას ჟურნალისტებთან დეტალურად არ უსაუბრია სამომავლო გეგმებზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დღეს პირველი შეხვედრაა, სადაც მხარდამჭერების აზრს მოისმენს როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ოლიგარქიულ რეჟიმთან.
"არა უბრალოდ გვინდა უკეთესი ქართული სახელმწიფო, უკეთესი მომავალი, არამედ გვჯერა მომავლისა, გვჯერა წარმატებისა, გვჯერა, რომ გამარჯვება იქნება და გვჯერა რომ ამ გამარჯვებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ, აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ პარტიაში შექმნილ რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამ კრიზისის დაძლევის გზებს" აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყების წინ.
მელიას თქმით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.