ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტები გამოიძახა - როგორ დაიწყო ომი?

გამოქვეყნდა:

ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტები გამოიძახა. ჰამასის საპასუხო კონტრშეტევა -  ოპერაცია "რკინის ხმალი" ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ორივე მხრიდან ვრცელდება ცნობები დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ.  ასევე ვრცელდება თავდამსხმელთა სისასტიკის ამსახველი კადრები,რომელსაც სიმძიმის გამო ეთერში ვერ ვაჩვენებთ. შეიარაღებული ტერორისტები ისევ გადადიან ისრაელის ტერიტორიაზე და მოსახლეობას პირდაპირ ქუჩებში უსწორდებიან, უვარდებიან სახლებში და განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი