
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში "ერთიანი რუსეთის" ფილიალის მდივანი, ვლადიმერ მალოვი მანქანაში ააფეთქეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმედ დაშავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მალოვი მოკვდა.
"ინციდენტის გარემოებები დგინდება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ტერორისტულ თავდასხმად, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან ცხოვრებას აშენებენ ხერსონის რეგიონში“, - განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა "სენატორმა" ხერსონის რეგიონიდან იგორ კასტიუკევიჩმა.