საფრანგეთი დგას ისრაელის გვერდით, იცავს მის უსაფრთხოებას და მის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ესაუბრა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მაკრონი Twitter-ში წერს.

''მე ვესაუბრე პრეზიდენტ ჰერცოგს და პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს. ვგმობ ღაზას მხრიდან ისრაელზე, მის ჯარისკაცებსა და მოქალაქეებზე  თავდასხმებს. საფრანგეთი დგას ისრაელის გვერდით, იცავს მის უსაფრთხოებას და მის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი''. - წერს მაკრონი.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი