ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა დღევანდელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ბაიდენის თქმით, აშშ ისრაელის გვერდით დგას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
''აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.'' - წერს CNN
მედიის ცნობით, ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.