ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას სექტორში მდებარე ორ მაღალსართულიან შენობაზე, რომლებსაც ჰამასის ტერორისტები სამხედრო შეიარაღების შესანახად იყენებდნენ.
"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია განზრახ ათავსებს თავის სამხედრო აქტივებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი დასახლებების ცენტრში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.
დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფი რაკეტების გაშვებით იმუქრება თელ-ავივის მიმართულებით, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმების საპასუხოდ.