EU: ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჰამასის თავდასხმებს ისრაელზე და ხაზს უსვამს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რაც მხოლოდ კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და სერიოზულად ძირს უთხრის პალესტინელ ხალხის მშვიდობისკენ სწრაფვას“ - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი სოლიდარულია ისრაელის მიმართ, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ასეთი ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი