ამერიკული ავიაკომპანიები აუქმებენ ავიარეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტებისკენ და გვერდს უვლიან მის საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
''ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვასწორებთ ფრენების განრიგს'' - ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.
FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა ნიუ-იორკის JFK-ს აეროპორტიდან ისრაელის ყველა მიმართულებით დანიშნული ფრენა.
მთლიანობაში, FlightAware აჩვენებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების 14% გაუქმდა.
იხილეთ ასევე: