ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის ბრძნებით, ისრაელის ელექტრონული კორპორაცია ღაზას ელექტრომომარაგებას უწყვეტს.
"ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო". - ნათქვამია განცხადებაში.
ღაზის ენერგომომარაგება ძირითადად ისრაელიდან შესულ საწვავსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.