აშშ დგას ისრაელის გვერდით - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისრაელზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა - „აშშ დგას ისრაელის გვერდით“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, „ტერორისტულ თავდასხმებს არასოდეს აქვს გამართლება“ და დასძინა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ისრაელს - "ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ ჰქონდეთ დახმარება, რომელიც მათ მოქალაქეებს სჭირდებათ და მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი "მტკიცე და ურყევია".

ბაიდენმა ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი სხვა მხარეები გააფრთხილა, არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი