ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1361 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 098
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 235

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, სვანეთში, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი