ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იაირ ლაპიდმა განუცხადა, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ:
"მე ახლახან შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე."თქვა მან.
ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ პარტიას "იეშ ატიდს".
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები.