ისრაელზე, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოფციალურ სამედიცინო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა.
სულ მცირე დაჭრილია 1450 ადამიანი. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა მძევლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა 7 ოქტომბრის გამთენიას დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.