აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და მოუწოდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს "რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს" ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და "გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად".
რამალაში, 7 ოქტომბერს გამართულ საგანგებო თათბირზე მაჰმუდ აბასმა მითითებები გასცა პალესტინელი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად, "საოკუპაციო ძალებისგან“.