უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 21 ჯავშანტექნიკა და 21 ტანკი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 282 280;
- ტანკი - 4 821;
- ჯავშანტექნიკა - 9 123;
- საარტილერიო სისტემა - 6 705;
- სარაკეტო სისტემა - 808;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 542;
- თვითმფრინავები - 316;
- ვერტმფრენი - 316;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5 190;
- საკრუიზო რაკეტები - 1 530;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 9 111;
- გემი/ნავი/კატარღა - 20;
- წყალქვეშა ნავი - 1;
- სპეციალური აღჭურვილობა - 959.