"ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ცნობით, "ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს და სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა. 

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.

ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

ცნობისთვის, "ჰეზბოლა" ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობაა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი