
7-8 ოქტომბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხერსონს შეუტიეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 33 წლის წითელი ჯვრის მედიკოსი და ერთი ბავშვი.
როგორც უკრაინული მედია წერს, 9 თვის ბავშვი და 27 წლის დედა საშუალო სიმძიმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხერსონში მთელი ღამის განმავლობაში საცხოვრებელი უბნები საარტილერიო ჭურვებით იბომბებოდა.