
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკას "ისკანდერით" შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი - 9 წლის გოგონა, მისი 44 წლის დედა, 64 წლის ქალი და 41 წლის კაცი. მედიკოსებმა მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამას გარდა, დაზიანებულია 10 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 19 კერძო სახლი, ავტომობილი, საქვაბე ოთახი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო. თავდასხმის დროს ხალხი საკუთარ სახლებში იმყოფებოდა.