The Times of Israel ებრაულ და არაბულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი.
RT Arabic-ის წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ.