რა ვერ გადაფარა ხელისუფლებამ | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის იმპიჩმენტი დასკვნით ფაზაში გადადის, თუმცა "ქართული ოცნების" მიერ დადგმული ეს სპექტაკლი სულ უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ცირკს, რომელიც ხელისუფლებას იდეალურ სამსახურს უწევს რეალური პრობლემების გადაფარვაში. 

ხელისუფლება არ იჩნევს რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის საქმეს, რისკავს საბანკო სისტემის სტაბილუროიბას სამშობლოს წინააღმდეგ მომუშავე რუსი აგენტის ფულის გადასარჩენად, ადამიანები შესაბამისი სამსახურების უყურადღებობითა და უპასუხისმგებლობით იხოცებიან, ისტორიულ ქარტეხილზე კი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე და სამუდამოდ გაუშვას შანსი გახდეს ევროპული, ღირსეული, დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფო.

მთელი ამ პრობლემების მიღმა კი "ქართულმა ოცნებამ" ახალი პროპგანადისტული სატყუარა დასვა. რის გადაფარვას ცდილობს ხელისუფლება და რა უნდათ "ოცნების" ლიდერებს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ დავივიწყოთ - თენგო გოგოტიშვილი გაგვახსენებს კიდევ ერთხელ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი