ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ | რაში სჭირდება ხელისუფლებას ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

გამოქვეყნდა:

რაში დასჭირდა იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ქართულ ოცნებას", რომლის საარჩევნო ბანერის სახეც თავად ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე იყვნენ? "ქართული ოცნება" ამ პროცესით რამდენიმე კურდღელს იჭერს. 

პირველი: ეს გამოუსწორებელი ზიანია ქვეყნის ევროიტნეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

მეორე: იდეალური მექანიზმია რეალური პრობლემებიდან და "ქართული ოცნების" პოლიტიკური ფიასკოდან ყურადღების სხვა, სრულიად არაარსებით საკითხზე გადასატანად.

და ბოლოს: თუ "ქართულ ოცნებას" მაინც გამოუვა ჩანაფიქრი, ახალ პრეზიდენტს 300 ხმოსანი არსებული პარლამენტიდან და მუნიციპალური საკრებულოებიდან აირჩევს და არა 2024 წლის შემდეგ დაკომპლექტებული პარლამენტიდან.

შესაბამისად, ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევის შემთხვევაში მმართველ პარტიას უჩნდება შანსი, მომდევნო 6 წლის განმავლობაში ჯიბეში ჩაიდოს ციხის გასაღები, პრეზიდენტის სკამის სახით. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პირადი ახირებით გაყვანილ ზურაბიშვილს ვადა ერთ წელიწადში ეწურება. ეს ფაქტორი კი, შესაძლოა, ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო, რადგან ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომლის ყოფილი მაღალჩინოსნები რუსული ეფესებეს აგენტობაში და, შესაბამისად, სამშობლოს წინააღმდეგ ქმედებებში არიან მხილებულები.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი